"გასტროინტესტინული სიმსივნეების სიმპოზიუმი 2024"
17/04/2024

"საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის ასოციაცია" 27 აპრილს, სასტუმრო "Hilton Garden Inn"-ის საკონფერენციო დარბაზში უმასპინძლებს კონფერენციას -,,გასტროინტესტინული სიმსივნეების სიმპოზიუმი 2024".
აღნიშნული კონფერენცია აღიარებულია ევროპის რადიოთერაპიისა და ონკოლოგიის ასოციაციის (ESTRO) მიერ - https://shorturl.at/egjVZ აკრედიტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის ვებგვერდზე მიმაგრებულ ფაილში ➡️ https://shorturl.at/hqy38
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაწევრიანდეთ ასოციაციის საიტზე ➡️ https://shorturl.at/fz236
შემდგომ გაიარეთ რეგისტრაცია კონფერენციაზე დასასწრებლად ➡️ https://register2.acog.ge/
კრედიტ ქულების გაცემა შესაძლებელია ექიმების ლიმიტირებულ რაოდენობაზე, რის გამოც გთხოვთ დროულად გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე. დადგენილი ლიმიტის ამოწურვის შემდგომ კრედიტ ქულები ვეღარ გაიცემა.